შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება დაუბრუნდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ სხდომაზე კენჭისყრით მიიღო. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ ამბობს, უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით, მიმართავს რათა იიმ სტუდენტებს,რომლებმაც წელს მათ უნივერსიტეტში ჩააბარეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაბრუნების უფლება მიეცეთ. შეგახსენებთ, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, 20 აგვისტოს დადგენილებით შეუზღუდა. მოგვიანებით, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი ისევ ავტორიზაციის საბჭოს უნდა განეხილა.