10:40
24 ოქტომბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
შავი ნიორი - ახალი კულინარიული ჰიტი
06-03-2017

შავი ნიორი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ის ამ ფორმით არ იზრდება. სინამდვილეში, ეს ჩვეულებრივი ნიორია, რომელიც სპეციალურ დამუშავებას გადის. ეს ტექნიკა კორეულ სამზარეულოში დიდი ხანია არსებობს. კორეელი კულინარები ნიორს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დიდხანს ამუშავებენ სპეციალურ თბილ სათავსოებში. შედეგად ნიორი გარედან ჩვეულებრივ იერს ინარჩუნებს, შიგნით კი შავდება.

რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, პროდუქტის გემოს, ტექსტურასა და ფერს ყოველგვარი დანამატების გარეშე, ბუნებრივად იღებენ. ნიორი, მასში შემავალი შაქრისა და ამინომჟავების მოქმედებით ასე ბუნებრივად შავდება. შავ ნიორს აღარ აქვს თეთრისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი და სიმწარე, ტექსტურით ქიშმიშს ან ლეღვის ჩირს ჰგავს, რბილია, გემო მოტკბო აქვს, ძირტკბილას მოგაგონებთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები