შატილთან ახლოს ჰესის ასაშენებლად 3 მილიონ 89 ათასი ლარიანი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. პროექტი გულისხმობს სოფელ შატილთან ახლოს 200 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მქონე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის - „ბიტეხი 1“ მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება დაგეგმილია მხოლოდ ლოკალურად.
ამასთან, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების ვადა არაუგვიანეს 2020 წლის სექტემბერია.