შატილში ნომერ მე-6 კოშკის დასავლეთ კედელი ჩამოინგრა. შატილის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული აცხადებს რომ ისტორიული კოშკის დაზიანება უხვ ნალექს უკავშირდება. ამირან გოგოჭურის თქმით, დაზიანებული იყო კოშკის საძირკველი. დასავლეთ კედელის ქვეშ კი წყალგაყვანილობა გადიოდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ჩავიდა. შატილის მეექვსე კოშკს ბოლო ადაპტაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. შატილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.