ზაფხულში შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტრაგედიიდან სამი თვის თავზე ოჯახებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიენიჭათ.
მისივე ინფორმაციით დაზარალებულმა ოჯახებმა ადვოკატი აიყვანეს და იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ავტოკატასტროფა სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობამ გამოიწვია. ის იმ ადამიანებს, ვისაც ტურის განმახორციელებელ კომპანიასთან Traveler.ge-სთან უარყოფითი გამოცდილება აკავშირებს, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.