თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება.
როგორც ლევან რატიანმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, უარყოფითი გამოვლინება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.