თბილისში, შარტავას ქ. #31-ში მშენებარე ობიექტზე ერთი პირი გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა დილით მოხდა. "მონტაჟზე მუშაობდა, პატარა ბიჭი იყო, დაახლოებით 20 წლის. 21-ე სართულიდან გადმოვარდნილა, როგორც გავიგე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მშენებარე ობიექტზე მომუშავე პირმა.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.