აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ვირჯინიაში განვითარებულ მოვლენებში ყველა დამნაშავეა. შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის თქმით, ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი შეტაკებები, როგორც მემარჯვენეების ისე მემარცხენეეების ბრალია. დონალდ ტრამპმა ვირჯინიაში მომხდარი მოვლენები მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არაა. ვირჯინიაში ულტრანაციონალისტებსა და მათ ოპონენტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-ი მოქალაქე კი დაშავდა. სამართალდამცველებმა ერთი დამნაშავე დააკავეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მანიფესტანტები, ობელისკების და სამოქალაქო ომის გენერლების ქანდაკებების დემონტაჟის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და რასისტულ ლოზუნგებს სკანდირებენ. შარლოტსვილის მერმა პროტესტი სიძულვილის და რასიზმის გამოვლინებად შეაფასა და მომხდარში დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.