ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილეს.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ეს იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი და ის საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.
ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მან ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან. ამასთან, ის საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. დღის ბოლოს კი შარლ მიშელს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.