ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ უსაფრთხო უკრაინის პირობებშია შესაძლებელი. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასთან საზღვრთან შექმნილი დაძაბულობა უნდა განმუხტოს.
„პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. ხაზი გავუსვი იმას, რომ რუსეთმა უკრაინასთან საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდის შედეგად შექმნილი დაძაბულობა უნდა განმუხტოს. ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ უსაფრთხო უკრაინის პირობებშია შესაძლებელი“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.