შარლ მიშელის მრჩეველი - საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გუნდთან ერთად კონსულტაციებს აწარმოებს - Palitra News

შარლ მიშელის მრჩეველი - საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გუნდთან ერთად კონსულტაციებს აწარმოებს

2021-07-29 09:14:24+04:00

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მონაწილე მხარეებთან კონსულტაციებს აწარმოებს,- ამის შესახებ კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში შარლ მიშელის სტრატეგიული უფროსი მრჩეველი იურეკ კუჩკივიჩი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს ამ საკითხში მონაწილე აქტორებთან და პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი შექმნილ სიტუაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს“, - აცხადებს იურეკ კუჩკივიჩი.