ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის იყო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება.
მისი თქმით, „კრემლის ბარბაროსულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა”.
ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება“, - დასძინა მიშელმა.