საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური შეხვედრები დაიწყო. პირველი აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა.ვიზიტის ფარგლებში მიშელი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერატაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას.