ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყანა უკვე დატოვა. როგორც მიშელი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს საქართველოში ვიზიტმა მას სულ მცირე თვალი აუხილა. მისივე შეფასებით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი უაღრესად დროული და შინაარსიანი იყო. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას.