ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაჯანსაღების შესაძლებლობას ქმნის. მან ჯო ბაიდენს აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობასთან დაკავშირებით ახალი დამფუძნებელი ხელშეკრულების შექმნა შესთავაზა.
„მანდატის მიღების პირველ დღეს აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ვთავაზობ - მოდით, შევქმნათ ახალი დამფუძნებელი პაქტი უფრო ძლიერი ევროპისთვის, უფრო ძლიერი ამერიკისთვის, უკეთესი მსოფლიოსთვის,“- აღნიშნა შარლ მიშელმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შემდეგ 5 პრიორიტეტზე უნდა იმუშაონ: მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კლიმატის ცვლილების მოგვარებაზე, ციფრული გარდაქმნის გზით ეკონომიკურ აღდგენაზე და უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებში ძალების გაერთიანებაზე.