ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინაზე დადებითი რეკომენდაცია მალე გაიცემა და მომდევნო კვირას, ან იანვრის ბოლოს უკვე ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ მან ფრანგულ რადიოსადგურს განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ მიშელს ვაქცინის სახელწოდება არ დაუსახელებია. თუმცა, რადიო „ევროპა 1“-ის ინფორმაციით, საუბარია ბრიტანულ-შვედური კომპანია „AstraZeneca“-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინაზე.
„ყველა არსებული კვლევა მიუთითებს, რომ ის ვაქცინები, რომლებსაც ვფლობთ, ეფექტურია. შესაძლებელია მხოლოდ ის, რომ მათი ეფექტურობის ხარისხი რამდენადმე დაბალია კორონავირუსის ახალი ვარიანტის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ევროსაბჭის პრეზიდენტმა.