ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არის ძალიან ძლიერი გზავნილი. მისივე განცხადებით, მათ საშუალება ჰქონდათ, რომ პრესკონფერენციამდე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაკავშირებოდნენ.
„ჩვენ ჩვენს დასკვანში ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვაგვარებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგებს, სურსათის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებს“, - აღნიშნა მიშელმა.