საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტისა და მასზე დადებული ვეტოს დაძლევის პარალელურად, პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები ტელეკომპანია იბერიას გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც გაკეთდა. "პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი და ტელეკომპანიის მფლობელის მეუღლე, ნატო ჩხეიძე განმარტავს, რომ ტელეკომპანიის მიმართ დღევანდელი ვითარება 2004 წლის ამბებისგან ძალიან განსხვავებულია. რაც შეიძლება ახლა ხდებოდეს, „იბერიაზე“ შეტევას ვერ დავარქმევ, შეტევა იყო 2004 წელს“ - ამბობს ის და აქვე აღნიშნავს რომ ტელევიზიის მხრიდან ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობა გამორიცხულია. ქართულ ოცნებაში კი შანტაჟზე საუბრობენ და აცხადებენ , რომ ხელისუფლება ამას არ შეეგუება. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალური მოძრაობისთვის გაურკვეველია ამ შემთხვევაში ზეწოლა ხდება ბეზნესზე, თუ მედიის მაუწყებლობის შეწყვეტაზე.