შანხაის და შენჟენის ბირჟებზე ინდექსები უკვე მეორე დღეა ზედიზედ იზრდება. „შანხაის კომპოზიტმა“ ვაჭრობის ბოლოს 2.17%-ით მოიმატა. 2,30%-ით გაიზარდა კომპოზიციური SSE 50 ინდექსიც, რომელიც მოიცავს ამ საფონდო ბაზარზე 50 უმსხვილეს და ყველაზე ლიკვიდური კომპანიის წილს.ამასთან, მეორე დღეა იზრდება ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის ერთ- ერთი ლიდერის, SAIC Motor- ის აქციების ფასი. თითო აქციაზე ფასმა 8.05%-ით მოიმატა. Air China- ს აქციების ღირებულება 6.30%-ით გაიზარდა.ძირითადი ინდექსები გაიზარდა შენჟენის ბირჟაზეც. „შენჟენ კომპონენტის“ ძირითადი მაჩვენებელი 3.22% -ით გაიზარდა. CSI300 ინდექსმა, რომელიც ასახავს უმსხვილესი კომპანიების წილებს, ორივე ბირჟაზე 2.69%-ით მოიმატა.შანხაის და შენჟენის ბირჟებზე აქციების ზრდა ძირითადად განაპირობა ხელისუფლების მიერ მიღებულმა იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც ხუბეის პროვინციაზე კარანტინის მოხსნას უკავშირდება.