ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღის ძლიერი დარტყმის გამო, პარიზის მაღალი მოდისა და კოპენჰაგენის მოდის კვირეულები, ისევე, როგორც პარიზის მამაკაცის მოდის კვირეული სრულად ციფრულ ფორმატში ჩატარდება, თუმცა Chanel -ის მოდის სახლი უკვე ემზადება კრუიზ კოლექციის ჩვენებისთვის.. ფრანგულმა ბრენდმა განაცხადა, რომ ვირჯინია ვიარდი შანელის ახალ კრუიზ შოუს საფრანგეთში, Les Baux-de-Provence-ში მდებარე ხელოვნების ცენტრში Carrières de Lumières-ში, 2021 წლის 4 მაისს გამართავს.აღსანისნავია, რომ პანდემიის გამო, შანელს 2020 წლის კრუიზ შოუს გაუქმება მოუწია, რომელიც იტალიაში, 7 მაისს უნდა გამართულიყო.