სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" აქტვისტები საქათველოს პარლამენტში, იმ დარბაზთან შეიკრიბნენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იმართება. სამოქალაქო აქტივისტებს თან ჰქონდათ ფურცლებზე დაწერილი კითხვები.
როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ განაცხადა, მათ სურდათ შეკითხვები უშუალოდ კანდიდატისთვის პირადად დაესვათ, თუმცა ისინი დარბაზში არ შეუშვეს და მოსთხოვეს, რომ კითხვები ელექტრონულად გადაეგზავნათ. მათივე თქმით, სისტემაში ხარვეზი ფიქსირდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა.
საბოლოოდ მათ მიერ დაწერილი კითხვები კომიტეტის დარბაში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შეიტანა.