"20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულმა მაკო გომურმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიმართოს", - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი მაკო გომურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გომური ამბობს, რომ მას "უსმენენ და მისი "მესიჯები", რომლებიც 20 ივნისის ღამეს უკავშირდება, იშლება". ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემაც გააკეთა. მისი თქმით დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაკო გომურს ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, როგორც ის აღნიშნავს, კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი დაზარალებულად ცნობა.