„ევროპული - საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ალექსანდროვის ბაღში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ბლოკის ლიდერებიც ესწრებოდნენ. შეკრებილ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, 19 მაისს, არჩევნებზე მივიდნენ, რათა არსებული რეალობის შეცვლა ამ გზით შეძლონ. თავად შავგულიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა არც ერთი ის დაპირება, რომლებსაც უხვად არიგებდა ხელისუფლებაში მოსვლამდე და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც.