"თუკი ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან ხელისუფლებისშეცვლა დაიწყება - მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი ამას გააკეთებს", - ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ოლქის მეათე საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ის შვილთან ერთად მივიდა.
შავგულიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ არჩევნების შედეგი მხოლოდ მათი აქტიურობით განისაზღვრება.