ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. შავგულიძე ამჯერად პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მთაწმინდელებსაც თბილისის სხვა რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში პრობლემატურია ავარიული და ძეგლის სტატუსიანი ამორტიზებული შენობების საკითხი. მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლებამ ვერცერთ სფეროში ვერ შეასრულა დანაპირები და ცვლილებების დრო რეალურად მოვიდა.