ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები- ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის მხარდაჭერის ზრდის პოტენციალი აქვს ოპოზიციურ კანდიდატს და არა სახელისუფლებოს. მისი თქმით, არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, რადგან საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა. შავგულიძის შეფასებით, ამ ხელისუფლების შესაცვლელად მეორე ტურში თავისი არჩევანი უფრო მეტმა ადამიანმა უნდა დააფიქსიროს. მანვე დასძინა, რომ შეიძლება სწორედ მთაწმინდის ოლქიდან დაიწყოს არსებული ხელისუფლების შეცვლის პროცესი.