"ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ სრული კონტროლი განამტკიცოს სასამართლოს მთელ ვერტიკალზე".
შავგულიძის თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ის რეკომენაციები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარაჩევად ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე გამოსცა.
ამასთან, შალვა შავგულიძემ და ნინო გოგუაძემ 18 აპრილს, 14:30 საათზე, უზენაეს სასამართლოსთან შეკრება დაანონსეს. მათი თქმით, მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.