„ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „სამართლიანმა არჩევნებმა" თავად უნდა გამოიკვლიოს საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი რამ გამოიწვია, ეს იყო შეცდომა თუ განზრახ ქმედება. მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ორი საკითხია მთავარი პირველი, „სამართლიანმა არჩევნებმა" აღიარა, რომ პარალელური დათვლის ფორმულაში შეცდომა იყო დაშვებული. მეორე - „სამართლიანმა არჩევნებმა" თავად გამოიკვლიოს არამხოლოდ ამ ცდომილების მიზეზი, არამედ მოტივი, ეს იყო შეცდომა, თუ განზრახვა.