საქართველოს პარლამენტის ახალ არჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შედგება. საპარლამენტო დელაგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ალიანსის შტაბბინაში აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც ადასტურებს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას.