„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გეგმა მეორე ტურისთვისაც არ შეცვლილა და წარმოადგენს არა არჩევნებისთვის მზადებას, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირებას.
მისივე განმარტებით, მოსალოდნელია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს ოპოზიცია მაქსიმალურად ეცდებასააკაშვილის თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას.
პაპუაშვილის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ყველამ ნახა, თუ რა იყო ოპოზიციის რეალური გეგმა, ეს იყო სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი თაოსნობით ქვეყანაში დაპირისპირებისა და არეულობის მოწყობა.