„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის გამოწვევას ცდილობს და ამ მიზნით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მმართველი გუნდის მხარდამჭერების პროვოცირება. როგორც მან განმარტა, ძალადობას გამართლება არ აქვს და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. მისივე თქმით,„ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევაას და სწორედ ამიტომ მხარდამჭერებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ რადგან ეს მათი ვალდებულებაა.ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.