საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებების შეტანა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო. მისი თქმით, "ქართული ოცნება" მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გააგრძელებს რეფორმებს სასამართლო სისტემაში.
პაპუაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობით მოქმედებს და შესაბამისად აინიცირებენ ცვლილებებს.
ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხი ახლებულად დარეგულირდება.