საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, სამცხე ჯავახეთში N2 "ახალციხის" სამმართველოს, N9 სექტორი "სამება" სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრეებს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს სასაზღვრო პუნქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.