საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობაზე მოხდება წესდების განახლებაც და პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 21 -მდე გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლის განცხადება გააკეთა, ის დღევანდელ ყრილობას არ დაესწრება. ამასთანავე პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ჩანიშნული პარტიის ყრილობა საეტაპო იქნება და „ქართულმა ოცნებამ“ სრული მასშტაბით უნდა აჩვენოს ის გუნდურობა და იდეოლოგიური სიმტკიცე, რომელიც მას აქვს.