უმრავლესობის წევრი შალვა პაპუშვილი მოუწოდებს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც “დღემდე თავს იკავებს მანდატის მიღებაზე", აიღოს მანდატები და მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაში მონაწილეობის მეშვეობით ექნებათ აღნიშნულ პარტიებს საშუალება, გამოხატონ პრეტენზიები.
ალეკო ელისაშვილის ტქმით კი, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე, „წყევლის“ ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან შეთანხმებას ცდილობს.
შეხვედრას არასამათვარობო სექტორიც ესწრება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საია სამ საკითხს დააყენებს, მათ შორის ერთ-ერთი შეეხება ამომრჩევლის ზეწოლისგან გათავისუფლების ინსტრუმენტებს.