პირველ რიგში, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას და შემდეგ, თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია ბოდიშს არ მოიხდის, სულ მცირე იმის გამბედაობა მაინც უნდა ეყოს, რომ მოიკითხოს, რა გადაიტანა ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც მასზე პერსონალური შეტევა ხორციელდებოდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, თავად ის ფაქტიც, რომ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტში მუშაობა არ სურს საპარლამენტო არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ მათ არანაირი არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ აქვთ.