ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც დეპუტატები, საეკლესიო პირები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ. რაც შეეხება დაწესებულებაში სახალხო დამცველის შესვლას, დეპუტატის თქმით, ესეც უზრუნველყოფილი იქნება.