საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით თუკი თუკი ამნისტირებული პირი ამნისტიის წინააღმდეგია, მას შეუძლია ამნისტია არ მიიღოს, იყოს ციხეში, დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გამოვიდეს ან დარჩეს ციხეში.
პაპუაშვილის თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტება, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება. მისივე თქმით, ევროპელი კოლეგებისგან მკაფიოდ, არაერთხელ მოვისმინეთ, რომ თანამშრომლობა და პარლამენტში ერთად მუშაობა, სტაბილურობა არის ევროპული გზა, ხოლო შუღლი და გახლეჩილობა, რადიკალიზმი, ქუჩაში კარვების გაშლა, ეს არის რუსული გზა.