შალვა პაპუაშვილი გაერთიანებულ სამეფოს ვიზიტით ეწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, თემთა და ლორდთა პალატის სპიკერებთან, ასევე თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს.
შეხვედრები გაიმართება, ადგილობრივ ექსპერტებთან, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან.
ვიზიტი 3-მ დღიანია და 11 თებერვალს დასწულდება. მასში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი, თეონა აქუბარდია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი იღებენ.