ვინ აპირებს ოცნების მიერ დაანონსებულ კომისიებში ჩართვას და ვინ უცხადებს ბოიკოტს ოცნების გეგმას - საპარლამენტო ოპოზიციამ დახურულ კარს მიღმა დღეს სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელა და კონკრეტულ საკითხებზეც შეთანხმდა. ოპოზიცია აპირებს უახლოეს პერიოდში რიგგარაშე სესია მოიწვიოს, რომელზეც მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები გავა მოსმენაზე. ოპოზიციის ნაწილს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების უმოკლეს გზად სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება მიაჩნია, რითიც მათი აზრით, ივანიშვილის ძალაუფლება შესუსტდება.