ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს. პრალმენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და „ფიქრობენ ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე“. დეპუტატ ბექა დავითულიანის შეფასებით კი თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკაში ყოფნა სურთ, პოლიტიკურ ორგანიზაციად უნდა დარეგისტრირდნენ.