საქართველოში მალე მართვის მოწმობის ასქულიანი სისტემა ამოქმედდება. ფინანსურ სანქციასთან ერთად, მძღოლებს დარღვევებზე პასუხისგება, შესაბამისი ქულების ჩამოაკლებითაც მოუწევთ. საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას მიესალმება საავტომობილო ფედერაციის წევრი შალვა ოგბაიძე. ოგბაიძე მთავრობას ავტოსკოლებისთვის ლიცენზიების მინიჭების რეკომენდაციითაც მიმართავს და აცხადებს, რომ დღეს არსებული ავტოსკოლების დიდი ნაწილი მსმენელებს შესაბამისი კვალიფიკაციით ვერ უზრუნველყოფს.