მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "კრიმინალური ავტორიტეტი" შაქრო კალაშოვი იგივე "შაქრო მალადოი" რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. "კალაშოვმა საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჟანა კიმს ფული გამოსძალა", - ნათქვამია სასამართლოს განაჩენში. პროკურორი კალაშოვისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვს. განაჩენის გამოცხადება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სასჯელის ზომას მოსამართლე განაჩენის დასკვნით ნაწილში დაასახელებს.