ხორბლის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, ინდოეთმა საერთაშორისო ბაზარზე შაქრის გაყიდვის აკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ამ დღეებში, ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სექტემბრამდე, შაქრის ექსპორტს 10 მილიონ ტონამდე შეზღუდავს, რათა ფასები შენარჩუნდეს. ექსპორტის შეზღუდვის მიზეზად ინფლაცია სახელდება, რომელმაც 7.8%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი დონეა ბოლო რვა წლის განმავლობაში.
მიმდინარე წელს, 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე, ინდოეთის შაქრის ქარხნებმა დაახლოებით 9 მილიონი ტონა ექსპორტის კონტრაქტი გააფორმეს. წინა 12 თვის განმავლობაში ქვეყანამ 7 მილიონი ტონა დამატკბობელი გაიტანა საზღვარგარეთ, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ინდოეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნიდან გრძელდება მეზობელ და დაუცველ ქვეყნებში ექსპორტი. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად მათ პოზიცია შეცვალეს.