17:02
19 ნოემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
შაქრიანი დიაბეტი ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს
15-10-2019

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ საშიში დაავადებები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ფარულად ,უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი.

ზოგჯერ შაქრის დონე სისხლში ნორმის ფარგლებშია, მაგრამ დაავადება დაწყებულია და მიმდინარეობს. ბევრი სიმპტომი, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს ვლინდება, თითქოს დიდად არ არის გადახრის მანიშნებელი და არ განსხვავდება ფიზიოლოგიური ნორმალური მაჩვენებლისაგან, აქედან გამომდინარე ადამიანის ყურადღებას არ იპყობს. მაგალითად, ხშირად დიდ მნიშვენლობას არ ანიჭებენ პირის სიმშრალეს, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას, შარდვის გახშირებას, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ეს უკვე დაწყებული შაქრიანი დიაბეტის მანიშნებელია.

სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ კისრისა და იღლიის ფოსოების კანს - თუ ის მეტისმეტად გარუჯულად გამოიყურება, შესაძლოა ეს შაქრიანი დიაბეტის სიმპტომი იყოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები