ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ერთ პაციენტის ოპერაცია დღეს, ხოლო მეორეს - ხუთშაბათს ჩაუტარდება.