შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას აპირებენ - Palitra News

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას აპირებენ

2020-07-17 10:03:31+04:00

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხული პირების, მათ შორის, ფოტოგრაფის, იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსს" ვასილ მამულაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ისინი გურამ ამირხანაშვილის, კოკო ღიბრაძის, ვახო ახვლედიანისა და იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვას აპირებენ. მამულაშვილის განმარტებით, თუკი, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებენ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

მამულაშვილის თქმით, მოწმეებთან, რომლებმაც ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, დაცვის მხარეს კითხვები აქვს.