ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიხემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებული სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და სურს მისი საქმე საზოგადოებამ განიხილოს.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქემზე დაკავებულ პირებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ითვალისწინებს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.