ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დაზარალებულ იაკობ ბრეგვაძის მოწმის სახით დაკითხვა დასრულდა. ბრეგვაძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში კითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. ჩვენების მიცემის შემდეგ ფოტოგრაფმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„კითხვებს ვუპასუხე, ძალიან ბევრი ერთნაირი შეკითხვა იყო, იმასაც ვუპასუხე", - განაცხადა ბრეგვაძემ.