19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი საქმის დეტალებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მართლაც მოკლეს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განიცდის, რომ გიორგი შაქარაშვილი ვერ გადაარჩინა.
ქასრაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბუჩქებში 30-35 წუთის განმავლობაში იმალებოდა, რა დროსაც ესმოდა, როგორ ეძებდნენ მას მანქანიდან გადმოსული ადამიანები.
როგორც ვახო ახვლედიანის ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გიორგი შაქარაშვილი ბოლოს მაშინ დაინახა როდესაც ხიდისკენ მის წინ მირბოდა.